პროექტის სახელი: სასარგებლო მწერი ფუტკარი
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ და ახასიათებენ ამ სასარგებლო მწერს. ადგენენ სასარგებლო თვისებებს, სასარგებლო სამსახურს. შეუძლიათ შექმნან სხავასხვა სახის თვალსაჩინოება: ნახატები,გამოძერწონ პლასტელინისაგან,გადაიღონ სურათები.
პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე ბავშვები მუშაობენ სხვადასხვა საკითხებზე:როგორ ცხოვრობენ ფუტრები,შეუძლიათ თუ არა მათ დამოუკიდებლად ცხოვრება,რა დაემართებათ მათ თუ თვისტომებს ჩამოვაშორებთ,რომ ყველა ოჯახს ჰყავს ერთი დედა ფუტკარი,მისი დადებული პირველი კვერცხებიდან,რომელსაც დედა-ფუტკარი ფიჭის უჯრედებში ჰყრის, პირველად მუშა ფუტკრები იჩეკებიან,მოგვიანებით კი მამალი ფუტკრები,რომლებიც ერთ ოჯახში ასეულობით არიან.მატლები,რომლითაც დედა ფუტკრები უნდა განვითარდნენ, ფუტკრის რძით იკვებებიან,ხოლო დანარჩენები-ფუტკრის პურით ანუ პერგუთი“.შემოდგომაზე,სიცივეების დადგომის წინ დედა ფუტკრები კლავენ მამალ,მუქთამჭამელა ფუტკრებს, რადგან მათ გამოკვებას ბევრი თაფლი დასჭირდება.ზამთარში ისინი გუნდებად იკვრებიან სკაში და ასე ატარებენ ცივ დღეებს.ფუტკრის ოჯახში ყველა საქმე განაწილებულია,ახალგაზრდა ფუტკარი ჯერ კვებავს მატლს შემდეგ სანთელს აკეთებს მოგვიანებით ის სკას ანიავებს და სანიტრად იქცევა, სულ ბოლოს კი დარაჯის ფუნქციას ასრულებს. ეს საოცარი მწერი განსაკუთრებით სუფთა,როდესაც ის რომელიმე დაავადებით სნეულდება,ორგანიზმში დაგროვილი ანტიბიოტიკებით განიკურნავს თავს, ის ამ ნივთიერებებს ყვავილების მტვრისაგან ინახავს თავის სხეულში და ამიტომაცაა რომ ფუტკრის სკაში მუდამ იდეალური სისუფთავეა.თუ ის რაიმე გაფუჭებულ ორგანიზმს ვერ ერევა და ვერ გადააგდებს სკიდან, უმალ დაფარავს მას ცვილის დიდი ფენით. დღემდე განცვიფრებას იწვევს ფუტკრების მიერ აშენებული ფიჭა, რომლის უჯრედებიც ზესტად ერთი ზომისა და ფორმის ექვსკუთხა ჯამებია. ამ ჯამებში ფუტკრები აგროვებენ თაფლს და ათავსებენ თავიანთ მატლებს. ფუტკრები სკაში რამოდენიმე ფიჭის დაფას აგებენ, რომლებიც ერთმანეთისაგან ზუსტად ერთნაირი მანძილითაა დაშორებული. ფუტკრის შხამით ამზადებენ წამლებს მედიცინაში,სანთელს ამზადებენ ფუტკრის ცვილისაგან,თაფლს კი ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება გაჩნია.მოსწავლეები შეგროვილი ინფორმაციებით ამზადებენ მცირე ზომის ღია ბარათებს
ვადები/ხანგრძლივობა: გაზაფხულის 4 კვირა მასწავლებლის მიერ ინდივიდუალურად დაგეგმილი პროგრამის შესაბამისად
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:შესაბამისი ლიტერატურა,ტექსტის კითხვა, წერა,ძერწვა, ხატვა,ერთმანეთის ნამუშევრების შეფასება,თანამშრომლობა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: გაიუმჯობესებენ ცოდნას სხვადასხვა საგანში: ბუნებაში-მოიძიებენ რა მასალას სასარგებლო მწერზე,ზოგად ცნობიერების ჩამოყალიბებაში-რომ ფუტკარსაც აქვს საკუთარი,მკაცრად მოწესრიგებული ოჯახი,სადაც ყველას თავისი აუცილებელი საკეთებელი საქმე აქვს.მარტივი გეომეტრიული ფიგურის-ხუთკუთხედის შექმნაში
სარგებელი სხვისთვის: ფოტოები, ღია ბარათები,გამოძერწილი ნამუშევრები,შეიძლება საკუთარი ხელით დამზადონ სანთელი.შეისწავლონ დამზადების ტექნოლოგია.გადასცენ მოპოვებული ცოდნა თავიანთ მეგობრებს,რომ შემდეგ ერთად მოუფრთხილდნენ ამ სასარგებლო მწერთა ოჯახებს
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებულია ბუნებასთან,პროექტი საშუალებას აძლევს პედაგოგს დაკავშიროს არჩეული ღონისძიება კონკრეტულ საგანთან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგის მისაღწევად.
პროექტის ფასილიფიკატორი:თამარ პაპიაშვილი,178-ე საჯარო სკოლის პედაგოგი
ფასილიფიკატორის ელ.ფოსტა : t.papiashvili178@gmail.com
Sunday, April 18, 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment